უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ანექსირებულ ყირიმზე სამხედრო კონტროლის დამყარება მხოლოდ დროის საკითხია.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ოკუპანტებს აღარ აქვთ არც ერთი უსაფრთხო ლოჯისტიკური მარშრუტი არც ყირიმზე და არც შავი ზღვისა და აზოვის სანაპიროების ოკუპირებულ ნაწილებზე, რის გამოც პუტინი იძულებული გახდა თავისი შავი ზღვის ფლოტის ნარჩენები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაეტანა. თუმცა დაამატა, რომ ეს ნაბიჯი კრემლისთვის გამოსავალი ვერ იქნება და უკრაინა მათ "ყველგან მისწვდება."
"რუსეთის საზღვაო ძალებს უკვე აღარ შეუძლიათ ოპერირება შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში და თანდათან გარბის ყირიმიდან. ეს ისტორიული მიღწევაა", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსები ჯერ კიდევ აკონტროლებენ ტერიტორიას, ყირიმში აშკარად იგრძნობა პრო-რუსული განწყობა, რადგან მოსახლეობა ხვდება, რომ რუსეთი წავა, ხოლო უკრაინელთა მოლოდინი დიდია.
ზელენსკის თქმით, რომ ახლა საერთაშპრისო საზოგადოების ამოცანა ოკუპანტზე ზეწოლის შენარჩუნება და გაზრდაა. შესაბამისად, მან მოუწოდა მსოფლიოს "არ შეჩერდეს შუა გზაზე" და იმუშაოს საინფორმაციო გარემოს რუსული პროპაგანდისგან გასუფთავებაზე.