დუშეთის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატზე თავდასხმაში ოცნების კანდიდატს ადანაშაულებენ

დუშეთის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატზე თავდასხმაში ოცნების კანდიდატს ადანაშაულებენ

დუშეთის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს, გოგიტა თანიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ადგილობრივები ფორმულასთან ყვებიან, რომ ოპოზიციონერს ემუქრებოდნენ და კანდიდატურის მოხსნას აიძულებდნენ, უარის შემდეგ კი ის ჟინვალის სასაფლაოზე აიყვანეს და სასტიკად სცემეს.

მუქარაში, ზეწოლასა და სასტიკ ცემაში სწორედ ოცნების კანდიდატს, კახაბერ ჩიტაურსა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, მამუკა შერმადინს ადანაშაულებენ.

ფორმულამ გაარკვია, რომ ოცნების მერობის კანდიდატი პრორუსული ხალხის ძალის ერთ-ერთი წევრის, დიმიტრი ხუნდაძის ნათესავია. ხუნდაძეს დღეს პარლამენტის შენობაში მედიის კითხვებისთვის უნდა ეპასუხა, თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ის პარლამენტში მისვლას აღარ აპირებს.

თანიაშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.