მსოფლიოს ესმის ჩვენი პოზიცია. უსაფრთხოების დაცვა და გარანტიები, ჩვენი ყველა ტერიტორიისა და ჩვენი ხალხის დაბრუნება, სამართლიანობა, ჩვენი მშვიდობის ფორმულის განხორციელება. მსოფლიოს დიდ ნაწილთან გვაქვს ურთიერთგაგება ყველა საკითხზე, რომლებიც უკრაინისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთად გავზრდით უკრაინის პოტენციალს. უკრაინა იყო დიდი შვიდეულის მუშაობის ნამდვილად საპატიო მონაწილე. უკრაინის საკითხი იყო მთავარი, ხოლო პატივისცემა ყველა უკრაინელის მიმართ განსაკუთრებული. მადლობელი ვარ დიდი შვიდეულის. შედგა შეხვედრა პრეზიდენტ ბაიდენთან და როგორც ყოველთვის, ასეთი მოლაპარაკებების შემდეგ, ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები ვხდებით.
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.
იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში დიდი შვიდეულის სამიტი 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამიტის პირველ დღეს,დიდი შვიდეულის ქვეყნებმა უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომი კიდევ ერთხელ დაგმეს და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს.