Fox News აქვეყნებს წერილს, რომელიც მელანია ტრამპმა პუტინს გაუგზავნა

Fox News აქვეყნებს წერილს, რომელიც მელანია ტრამპმა პუტინს გაუგზავნა

Fox News აქვეყნებს წერილს, რომელიც აშშ-ის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გაუგზავნა.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წერილი ვლადიმერ პუტინს პირადად გადასცა ალასკაში გამართული სამიტის დროს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა წერილი მაშინვე, ამერიკული დელეგაციის თანდასწრებით წაიკითხა.

წერილში, რომელიც უკრაინიდან გატაცებული ბავშვების შესახებაა, არ არის ნახსენები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი, თუმცა პირველი ლედი აღნიშნავს, რომ "მხოლოდ პუტინს შეუძლია აღადგინოს ბავშვების მელოდიური სიცილი", ბავშვების, რომლებიც იძულებული არიან ატარონ ჩუმი სიცილი.

მელანია ტრამპი პუტინს სწერს, რომ მას შეუძლია მხოლოდ ერთი ხელმოწერით "ბავშვების უმანკოების დაცვა" და ის მიუთითებს მას, რომ "ამით უფრო მეტს გააკეთებს, ვიდრე მხოლოდ რუსეთის მსახურებაა".

"როგორც მშობლების, ჩვენი ვალია, გავუღვივოთ მომავალ თაობას იმედი. როგორც ლიდერების, ჩვენი პასუხისმგებლობა ბავშვების წინაშე სცდება მხოლოდ რამდენიმე ადამიანის კომფორტს. უდავოა, რომ ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ ღირსებით სავსე სამყაროს შექმნისკენ ყველასთვის, რათა ყოველმა ადამიანმა მშვიდობით გაიღვიძოს და რათა მომავალი სრულყოფილად იყოს დაცული.

ეს მარტივი, მაგრამ ღრმა იდეაა, ბატონო პუტინ, რაშიც დარწმუნებული ვარ, დამეთანხმებით: თითოეული თაობის შთამომავლები იწყებენ ცხოვრებას სისუფთავითა და უმანკოებით, რომელიც აღემატება გეოგრაფიას, მმართველობას ან იდეოლოგიას.

და მაინც, დღევანდელ მსოფლიოში ზოგიერთი ბავშვი იძულებულია ატაროს ჩუმი სიცილი, იმ სიბნელისგან მიუკარებელი, რომელიც მათ მომავალს შეიძლება დაემუქროს. ბატონო პუტინ, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ აღადგინოთ მათი მელოდიური სიცილი.

ამ ბავშვების უმანკოების დაცვით თქვენ უფრო მეტს გააკეთებთ, ვიდრე მხოლოდ რუსეთის მსახურებაა, თქვენ თავად კაცობრიობას მოემსახურებით. ასეთი მამაცი იდეა სცდება ყოველგვარ ადამიანურ დაყოფას და თქვენ, ბატონო პუტინ, შეგიძლიათ ამ ხედვის განხორციელება მხოლოდ ერთი ხელმოწერით დღესვე.

დრო დადგა", - ნათქვამია მელანია ტრამპის წერილში.