ყველა ლიდერი, რომელიც გვეხმარება, სრულად არის ინფორმირებული ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე. მსოფლიოს ესმის, რისთვის ემზადება რუსეთი და რა ტერორისტული ზრახვები აქვს მას. ჩვენ ასევე კარგად ვიცით როგორ ვუპასუხოთ ოკუპანტს და ეს პასუხი იქნება მკვეთრი და ძლიერი.
საჰაერო თავდაცვისთვის გამოყოფილი დამატებითი ჭურვების გარდა, მივიღეთ რაკეტის გამშვებები. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ტიპის სისტემებზე. დაგვემატა სათადარიგო ნაწილები იმ აღჭურვილობისთვის, რომლებსაც უკრაინა უკვე იყენებს. გარდა ამისა, ასევე გადმოგვეცემა არტილერია, ჭურვები, დრონები, ჯავშანტექნიკა. ამ ყველაფრისთვის, მსურს, საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ ერთხელ გადავუხადო დიდი მადლობა.
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმების გაფორმების შემდეგ.