უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მშვიდობის მეორე სამიტმა რუსეთის მიერ წამოწყებულ ომს წერტილი უნდა დაუსვას. შესაბამისი განცხადება ზელენსკიმ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მშვიდობის მეორე სამიტის ჩატარება წლის ბოლომდეა დაგეგმილი.
"ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ უკრაინა, რათა უკვე წელსვე დავაორგანიზოთ მშვიდობის მეორე სამიტი. სამიტი, რომელიც ამ ომს წერტილს დაუსვამს. ზუსტად ისეთ წერტილს, რომელიც არასდროს იქცევა მრავალწერტილად. მშვიდობა ეს არ არის ომის გაყინვა, არ არის საერთაშორისო სამართლის მეშვეობით ჩატარებული რაიმე მანიპულაცია", - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მშვიდობით ევროპაშიც არიან დაინტერესებული და ეს მშვიდობა იქნება "სანდო".