ზელენსკი ხერსონის დაბომბვაზე: უკრაინის თავდაცვის ძალებს სათანადო პასუხი ექნებათ

ზელენსკი ხერსონის დაბომბვაზე: უკრაინის თავდაცვის ძალებს სათანადო პასუხი ექნებათ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსების მიერ ხერსონის დაბომბვას ეხმაურება და აღნიშნავს, ქვეყნის თავდაცვის ძალებს სათანადო პასუხი ექნებათ.

"რა თქმა უნდა, ჩვენი თავდაცვის ძალები სათანადო პასუხს გასცემენ რუსულ არმიას ხერსონზე თავდასხმის გამო - ისე, როგორც ეს ყოველთვის ხდება. ამ კვირამ აჩვენა, რომ შავ ზღვაშიც და ყირიმის ტერიტორიაზეც,და ნებისმიერ სხვა ადგილას, ოკუპანტებს ყველგან მივწვდებით. დიდება ჩვენს ბიჭებს, რომლებიც ზუსტად ასე უბრუნებენ უკრაინას სამართლიანობას", - თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

***

გათავისუფლების ერთი წლის თავზე ოკუპანტებმა ხერსონის ცენტრალურ ნაწილზე იერიში მიიტანეს.