დღეს, კურსკის რეგიონში ჩვენი საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან ზუსტად ხუთი თვე გავიდა - ჩვენ რუსეთის ტერიტორიაზე ბუფერული ზონის შენარჩუნებას ვაგრძელებთ და აქტიურად ვანადგურებთ იქ მათ სამხედრო პოტენციალს. კურსკის ოპერაციის დროს მტერმა უკვე 38 000-ზე მეტი ჯარისკაცი მხოლოდ ამ მიმართულებით დაკარგა.
რუსებმა კურსკში თავიანთი უძლიერესი ნაწილები განალაგეს, მათ შორის ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები. მნიშვნელოვანია, რომ მთელი ამ ცოცხალი ძალის ახლა სხვა ფრონტებზე გადამისამართება შეუძლებელია. მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა მეომარს, რომლებიც ომს სახლში, რუსეთში აბუნებენ და უკრაინას მეტ უსაფრთხოებასა და ძალას სძენენ.
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.