ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ რუსეთს ამ და ყველა სხვა თავდასხმისთვის. კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დაუსჯელად დატოვება არ შეიძლება
სამწუხაროდ, ჩვენი საჰაერო თავდაცვის ეფექტური მუშაობის მიუხედავად, დაიღუპა 4 და დაშავდა 16 ადამიანი. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს.
რუსებმა მშვიდობიანი მოსახლეობის და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ 90-ზე მეტი დრონი და რაკეტა გამოიყენეს, მათ შორის ფრთოსანი, ბალისტიკური და აერობალისტიკური რაკეტები.
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.