ზელენსკი იტალიაში ჩავიდა - ის რომის პაპს შეხვდება

ზელენსკი იტალიაში ჩავიდა - ის რომის პაპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, 13 მაისს იტალიაში ჩავიდა - რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ეს იტალიაში ზელენსკის პირველი ვიზიტია.

ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი იტალიის პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდება. არსებული ინფორმაციით, მას რომში ხანმოკლე ვიზიტი ექნება, ხოლო შაბათ-კვირას გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით ჩავა.

აპრილში რომის პაპს უკრაინის პრემიერმინისტრი დენი შმიჰალი შეხვდა. თავად ზელენსკი ვატიკანში ბოლოს პანდემიის დაწყებამდე - 2020 წლის თებერვალში იმყოფებოდა. რაც შეეხება იტალიის პრემიერმინისტრს ის ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში მიმდინარე წლის თებერვალში იყო.