ზელენსკი: ევროპის შეიარაღებული ძალების შექმნის დროა

ზელენსკი: ევროპის შეიარაღებული ძალების შექმნის დროა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენში უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან დიალოგისთვის გარემოს ამზადებს, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ქვეყნის (უკრაინის) ზურგს უკან მიღებულ ნაბიჯებსა და სამშვიდობო შეთანხმებას არ დათანხმდება.

"უკრაინა არასდროს დაეთანხმება შეთავაზებებს, რომლებიც მის ზურგს უკან და მისი მონაწილეობის გარეშე დაიდება - არავითარი გადაწყვეტილება უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე", - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ევროპაზეც და თქვა, რომ "არც ერთი გადაწყვეტილება მიიღება ევროპის შესახებ ევროპის გარეშე".

"არც ერთი გადაწყვეტილება ევროპის შესახებ ევროპის გარეშე. ევროპას უნდა ჰქონდეს ადგილი მაგიდასთან, როდესაც მის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება. ყველაფერი დანარჩენი ნულია.

თუ ჩვენ დავრჩებით მოლაპარაკებების მიღმა ჩვენი საკუთარი მომავლის შესახებ, მაშინ ყველანი დავმარცხდებით", - განაცხადა ზელენსკიმ მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ასევე, პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავის გამოსვლაში ევროპის სახელმწიფოს წარმომადგელებს მოუწოდა, მათთვის სასარგებლოდ იმოქმედონ და ისევ მათი სახელმწიფოების სასიკეთოდ საკუთარი შეიარაღებული ძალები შექმნან.

"დროა, ევროპის შეიარაღებული ძალები შევქმნათ. [..] უკრაინას შეუძლია ევროპის დახმარება", - თქვა პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ "ევროპაში თანამედროვე ომის წარმოების რეალური გამოცდილება მხოლოდ უკრაინის არმიას აქვს".