ერთი წლის წინ ამ დღეს, ჩვენ ყველანი ვლოცულობდით, რომ უკრაინას გაეძლო. დღეს უკრაინის გამარჯვებისთვის ვლოცულობთ. ჩვენ უბრალოდ კი არ ვიცდით და ვითხოვთ, ჩვენ ვიმარჯვებთ და ვქმნით ამ გამარჯვებას საკუთარი თავებისთვის. 417 დღე - უკვე ძალიან დიდი გზა გამოვიარეთ. შეიძლება, უფრო რთული მწვერვალები წინ გვაქვს. მათ გადავლახავთ და ყველანი ერთად შევხვდებით ჩვენს განთიადს, როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით მზე ამოვა. ლურჯი და ყვითელი დროშა - ის აუცილებლად აღიმართება ღვთისგან ბოძებულ ჩვენს მიწაზე.
წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სააღდგომო მიმართვაში.