ზელენსკი დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკაში ჩავიდა

ზელენსკი დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკაში ჩავიდა და უკრაინელი დამცველების პოზიციები მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა მოისმინა დონეცკის ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის მეთაურის ანგარიში ადგილზე შექმნილი ვითარების შესახებ.

ზელენსკი ასევე გაესაუბრა საზღვაო ქვეითების, საჰაერო-სადესანტო, მექანიზებული და საარტილერიო დანაყოფების სამხედრო პერსონალს და მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის.

ამასთან, ზელენსკიმ სამხედრო მოსამსახურეებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა. სამხედროებმა კი უკრაინის ლიდერს სამხედრო მონეტა გადასცეს 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის სიმბოლოებით.