
ბევრმა ისაუბრა რუსეთთან სხვადასხვა დონეზე. თუმცა, ამ მოლაპარაკებებიდან არცერთმა არ მოიტანა საიმედო მშვიდობა და არც ომის დასრულება. სამწუხაროდ, პუტინი დაუსჯელად გრძნობს თავს. რუსეთის მიერ ყველა საშინელი თავდასხმის შემდეგაც კი, როგორც ამბობენ, პუტინი კიდევ უფრო მეტ "პასუხს" ამზადებს.
ეს ნიშნავს, რომ ყოველი ახალი დარტყმით, დიპლომატიის ყოველი შეფერხებით, რუსეთი შუა თითს უჩვენებს მთელ მსოფლიოს - ყველას, ვინც ჯერ კიდევ ყოყმანობს მასზე ზეწოლის გაზრდაზე. თუმცა, სწორედ რუსეთი უნდა ეძებდეს მშვიდობას. სწორედ მოსკოვში უნდა დაიწყონ იმის შეგრძნება, რომ ომს თავისი ფასი აქვს, მაღალი ფასი, რომელიც ყველაზე მეტად აგრესორმა უნდა გადაიხადოს.
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ