ზელენსკი: დღეზე მეტია რუსეთისგან პასუხი მსოფლიოს არ გაუგია, ის ცდილობს ომის გახანგრძლივებას

ზელენსკი: დღეზე მეტია რუსეთისგან პასუხი მსოფლიოს არ გაუგია, ის ცდილობს ომის გახანგრძლივებას

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ცეცხლის 30 დღით შეწყვეტასთან დაკავშირებით X-ზე წერს, რომ რუსეთის მხრიდან ამ საკითხზე კომენტარი არ გაკეთებულა და "ეს ცხადყოფს, რომ რუსეთი ცდილობს ომის გახანგრძლივებასა და მშვიდობის რაც შეიძლება დიდი ხნით გადადებას".

ასევე, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრიანა მზადაა აშშ-სა და ევროპასთან კონსტრუქციული მუშაობის გასაგრძელებლად.

"უკრაინულმა დელეგაციამ მომცა დეტალური ანგარიში საუდის არაბეთში აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ, მოლაპარაკებების პროგრესისა და ძირითადი ასპექტების ჩათვლით.

კარგია, რომ საუბარი იყო სრულიად კონსტრუქციული. უკრაინა მოწოდებულია სწრაფად გადავიდეს მშვიდობისაკენ და ჩვენ მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ საიმედო, გამძლე და ღირსეული მშვიდობისთვის ყველა პირობის შესაქმნელად. მადლობას ვუხდი ჩვენს გუნდებს იმისთვის, რომ სამხედრო დახმარება და დაზვერვის გაზიარება განახლდა.

ჩვენმა წარმომადგენლებმა ამერიკულ მხარეს აცნობეს უკრაინის პრინციპული პოზიციები. უკრაინა მზად იყო საჰაერო და საზღვაო ცეცხლის შეწყვეტისთვის, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა შესთავაზა მისი გაფართოება ხმელეთზე. უკრაინა მიესალმება ამ წინადადებას. ასეთი ცეცხლის შეწყვეტის კონტროლი რჩება მნიშვნელოვან საკითხად და ჩვენ ვაფასებთ შეერთებული შტატების მზადყოფნას მოაწყოს ასეთი კონტროლის ტექნიკური ასპექტები.

განვიხილეთ უსაფრთხოების გარანტიის აუცილებლობა, ასევე ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობა და შემდგომი ერთობლივი ნაბიჯები.

სამწუხაროდ, უკვე ერთ დღეზე მეტია, მსოფლიოს ჯერ არ მოუსმენია რუსეთისგან მნიშვნელოვანი პასუხი 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რუსეთი ცდილობს ომის გახანგრძლივებასა და მშვიდობის რაც შეიძლება დიდი ხნით გადადებას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ის ზეწოლა იქნება საკმარისი იმისათვის, რომ აიძულოს რუსეთი დაასრულოს ომი.

ჩვენი გუნდი მზად არის გააგრძელოს კონსტრუქციული მუშაობა ყველა პარტნიორთან ამერიკაში, ევროპასა და მსოფლიოს სხვა ნაწილებთან, რომლებიც მზად არიან მშვიდობის დაახლოებასთან. ჩვენ მადლობელი ვართ საუდის არაბეთისა და პირადად მეფისნაცვლის, ჩვენი დელეგაციების მუშაობისათვის პლატფორმისთვის", - წერს ზელენსკი.