ზელენსკი: დღეს რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 110 რაკეტა გაუშვა

ზელენსკი: დღეს რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 110 რაკეტა გაუშვა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დღეს რუსეთმა უკრაინაში მასიური სარაკეტო შეტევისას დაახლოებით 110 რაკეტა გაუშვა.

"საავადმყოფო, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრი, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები, კომერციული საწყობი, ავტოსადგომი. კიევი, ლვივი, ოდესა, დნეპრი, ხარკივი, ზაპოროჟიე და ჩვენი სხვა ქალაქები. სარაკეტო თავდასხმისას რუსეთმა უკრაინაში 110-მდე რაკეტა გაუშვა. მათგან უმეტესობა უკრაინელმა დამცველებმა ჩამოაგდეს.

სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს, დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ ტერორისტებს მათი თავდასხმებისთვის და ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის, ქალაქების, ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რუსულმა ტერორმა უნდა წააგოს - ეს არის ზუსტად ის, რაც მოხდება", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. ბოლო მონაცემებით, ოკუპანტების შეტევას 15 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი კი 75-ს აჭარბებს. დაიბომბა კიევი, ხარკივი, ლვივი, ზაპოროჟიე, დნიპრო და ოდესა, სამიზნე ინფრასტრუქტურა იყო. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები, სავაჭრო ცენტრები და საავადმყოფოები.