
ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ იარაღი, არამედ აგრესორისთვის სასამართლოც. ზოგიერთი ადამიანი და, ეს გასაგებია, კითხულობს: რას შეცვლის ეს ტრიბუნალი? ხომ არ ჯობია, მხოლოდ იარაღზე, ტექნოლოგიაზე, დრონებზე გავამახვილოთ ყურადღება? რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერა, მკაცრი სანქციები და აგრესორზე პოლიტიკური ზეწოლა. დიახ, აგრესორი უნდა დამარცხდეს, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, მაგრამ სამართლიანობაც მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ომის დამნაშავეებს არსად ჰქონდეთ დასამალი – არც ევროპაში, არც სხვაგან. სამართლიანობა უნდა იყოს ისეთი, რომ ყველასთვის, ვისაც აგრესიის ჩადენა სურს, ცხადი იყოს, რომ პასუხისმგებლობა აუცილებლად დაეკისრებათ. ტრიბუნალის შექმნის შესახებ დღევანდელი შეთანხმება მხოლოდ დასაწყისია. ახლა ჩვენ რეალური ნაბიჯები უნდა გადავდგათ მისი ამოქმედების მიზნით. საჭიროა ძლიერი პოლიტიკური თანამშრომლობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა რუსი დამნაშავე, მათ შორის პუტინი, სასამართლოს წინაშე წარდგეს
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას.
იქამდე, უკრაინამ და ევროპის საბჭომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.