ზელენსკი: ბოროტი სახელმწიფო პასუხს აგებს უკრაინელების წინააღმდეგ ყველა ტერორისტულ აქტზე

ბოროტი სახელმწიფოსგან ჩვენი თავდაცვის კიდევ ერთი კვირა დასრულდა. კიდევ ერთი კვირა, როდესაც რუსული არმია დღე და ღამე უკრაინის ქალაქებსა და სოფლებს ბომბავდა და ჩვენს ხალხს კლავდა. ბოროტი სახელმწიფო პასუხს აგებს უკრაინელების წინააღმდეგ ყველა ტერორისტულ აქტზე. ამ კვირამ მოიტანა მართლაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამართლებრივი შედეგი უკრაინისთვის და სამართლიანობისთვის. არსებობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერი რუსეთის ლიდერის დაკავების შესახებ და ეს გარდამტეხი მომენტია. მომენტი, რომლის შემდეგაც უდაო ხდება, რომ ამ აგრესიის ბოლო რუსეთისთვის პასუხისმგებლობის სრული სპექტრის დაკისრება იქნება. პასუხისმგებლობის უკრაინაზე ყოველი დარტყმისთვის, ყოველი განადგურებული სიცოცხლისთვის და ყოველი დეპორტირებული უკრაინელი ბავშვისთვის.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვის დროს.