მომავალი კვირა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი თავდაცვისთვის და გამარჯვებისკენ წინსვლისთვის. ჩვენ უკვე ვემზადებით დაგეგმილი ღონისძიებებისთვის და გადაწყვეტილებებისთვის. არსებობს მხოლოდ ერთი გზა რუსული ტერორის შესაჩერებლად, უსაფრთხოების დასაბრუნებლად ჩვენს ყველა ქალაქსა და დასახლებაში და ეს გზა უკრაინის სამხედრო გამარჯვებაა. სხვა გზა არ არის და არც იქნება. ბოროტი სახელმწიფო უნდა დამარცხდეს, ამ სიტყვის ყველა გაგებით. რაშიზმმა უნდა განიცადოს ტოტალური სამხედრო, ეკონომიკური, პოლიტიკური და სამართლებრივი მარცხი. პირველი პუნქტი არის სამხედრო და ეს მოხდება.
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვის დროს.