თუ გსურთ, იცოდეთ ჩემი პირადი აზრი, ვფიქრობ, ინფორმაცია, რომ რუსეთი ბელარუსის ტერიტორიაზე ატომურ იარაღს განათავსებს, ჩინეთთან წარუმატებელ შეხვედრაზე მიუთითებს. რუსეთს სურდა დემონსტრირება, რომ ის კვლავ თამაშობს გარკვეულ როლს, რაც რუსეთმა პრეზიდენტ პუტინის მმართველობის დროს დაკარგა. მეორე, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტს სურს აჩვენოს გარკვეული პოლიტიკური ნაბიჯები ან გამარჯვებები, მაგრამ მან ვერ მიაღწია მათ ბრძოლის ველზე და აბსოლუტურად ნათელია, როგორ დასრულდება მათ მიერ დაწყებული სისხლიანი ომი.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვის, სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის ლიდერებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბუჩის გათავისუფლების წლისთავზე უკრაინაში ჩავიდნენ მოლდოვის, სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის ლიდერები. მათთან ერთად გმირების ქალაქში ვიზიტის შემდეგ, ლიდერებმა პირისპირი მოლაპარაკებები გამართეს.