აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ეზრა ზეიას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა "ძალზედ შეშფოთებულია" საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური ქმედებებითა და განცხადებებით.
მისი თქმით, მსგავსი რიტორიკა აზიანებს საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს და მხოლოდ რუსეთის მიზნებს ემსახურება.
"მე აქ ვიმყოფები განსაკუთრებულად რთულ დროს, საქართველოს დემოკრატიული გზის თვალსაზრისით. საქართველო-აშშ-ის 32 წლის გათვალისწინებით, მე შევხვდი პრემიერმინისტრს, 2 დღის განმავლობაში დისკუსიები მქონდა: პრეზიდენტთან, ცესკოს თავმჯდომარესთან, პარლამენტის წევრებთან, მასმედიასთან. ჩვენ მათ გადავეცით ამერიკის გზავნილები.
პირველი, ძალზედ შეშფოთებულია აშშ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, დეზინფორმაციით, რომელსაც მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი აჟღერებს. ეს ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ასევე აზიანებს საქართველოს მოსახლეობის უფლებებს. რაც შეეხება უცხოური ზეგავლენის კანონს, ამ კანონის შედეგად აშშ-მა გაყინა საქართველოსთვის დახმარება და ასევე არ ხდება ინტეგრაცია ევროკავშირში. მმართველი პარტიის ლიდერები ავრცელებენ დეზინფორმაციას ხანგრძლივი პარტნიორების შესახებ, აშშ-ის ჩათვლით და ეს ემსახურება მხოლოდ ჩვენი მტრების ინტერესებს.
ჩემი მეორე გზავნილი გახლავთ, რომ აშშ მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის. კარგად იცის საქართველომ, 16 წლის განმავლობაში უკანონოდ ახდენს რუსეთი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას და 2008 წლის 6 პუნქტიან ხელშეკრულებას არ ასრულებს", - თქვა მან.