ზედანია: უკრაინის წინააღმდეგობის გამო არაა რუსის ჯარი თბილისში - უპატიოსნობაა არდანახვა

ერთი წუთით მორალს რომ თავი გავანებოთ. მხოლოდ ერთი წუთით.

რამხელა ინტელექტუალური უპატიოსნობაა იმის არდანახვა, რომ ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც დღეს რუსის ჯარი თბილისში არ დგას, არის უკრაინის გმირული და ეფექტიანი წინააღმდეგობა.

მიზეზი.

დანგრეული შენობები უკრაინაში არის იმის მიზეზი, რომ საქართველოში ანალოგიური შენობები ხელუხლებელია.

ჩვენი შედარებითი უპირატესობის შედეგი კი არაა, ხელისუფლების არარსებული სიბრძნით გამოწვეული. პირიქით, მიზეზია.

P. S. ვიცი, რომ ვიღაც-ვიღაცებს ერთი სული აქვთ, თქვან: "დანებებულიყო უკრაინა და დავნებდებოდით ჩვენცო". მაგრამ ხომ ვერ ბედავენ ამის თქმას? ამაშია საქმე. რთულია ეროვნულ იდენტობაზე საჯაროდ უარის თქმა.

წერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიგა ზედანია და ქართული ოცნების ახალ პროპაგანდისტულ ბანერებს ეხმაურება.