საერთაშორისო საზოგადოება ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე ისრაელისა და ჰამასის პასუხს ელოდება. ჯო ბაიდენის 3-ეტაპიანი გეგმის საფუძველზე შეერთებულმა შტატებმა გაეროს უშიშროების საბჭოში რეზოლუციის პროექტიც შეიტანა. პარალელურად, ისრაელის არმიამ ჰამასის მძევლად მყოფი კიდევ 4 ადამიანის მკვლელობის ფაქტი დაადასტურა.