პირველ რიგში ჯანმრთელობას ვუსურვებ მას [ეძგვერაძეს]. ვნახე მისი ჩანაწერი და ის რა სახელებსა და გვარებსაც ასახელებს მასზე სავარაუდო თავდამსხმელებად, ეს ადამიანები არიან მისი ბავშვობის მეგობრები, მისი მეჯვარეები, თვითონ არის მეჯვარე უფრო სწორად, ნათელმირონობა აკავშირებს.
ვინმესთან თუ მას რაღაცა თავისი პირადი კონფლიქტი ჰქონია ადრე და ახლა მოხდა ეს ფაქტი და დაემთხვა ამ ყველაფერს, ერთი მიზეზი მაინც ხომ უნდა არსებობდეს, რომ ჩემს სახელს უკავშირდებოდეს რაიმე კუთხით მაინც.
[...] ეს ფაქტი უფრო მეტად აზარალებს თუ არა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს და პირადად მე? - მაზარალებს ხომ, რეალურად. აი, რატომ უნდა მომნდომებოდა, სულ რომ თავი დავანებოთ იმას, რომ კრიმინალთან არანაირი კავშირი არ მაქვს, რატომ უნდა მომდომებოდა, რომ ადამიანი, რომელიც არის ჩემი კოლეგა და რომელიც არის პოლიტიკოსი, ეს ადამიანები ვინმეს დამევალებინა, რომ გაელახათ და იმ ადამიანებისთვის დამევალებინა, რომ თქვენ ახლა წახვალთ ციხეში. ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა სიგიჟეა და რამხელა იდიოტური სცენარია, რასაც ესენი ფუთავენ.
ამბობს ქართული ოცნების გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კოტე ზარნაძე რუსთავი 2-თან ოპოზიციონერ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძე ჯგუფურ თავდასხმაზე საუბრისას.
ეძგვერაძეზე თავდასხმას წინ მასსა და ზარნაძეს შორის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირება უძღოდა. ეძგვერაძე ძალადობას სწორედ ზარნაძეს უკავშირებს.