
ცანკნა რომ ჰყავთ [ესტონეთში], თუ არ ვცდები, საგარეო საქმეთა მინისტრი, უდიპლომო, ხომ იცით, უდიპლომო მინისტრი ჰყავთ, ორჯერ სცადა და ვერ აიღო დიპლომი. ჩვენ ვიცით, მოკლედ, შევისწავლეთ, ვინ არის, რას წარმოადგენს და ასეთმა კაცმა დაგვასანქცირა მე და ბატონი ლაშა ტალახაძე და ჩვენი გუნდი.
თქვა ქართული ოცნების წევრმა ირაკლი ზარქუამ რუსთავი 2-ის ეთერში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე, მარგუს ცაჰკნაზე საუბრისას.
ესტონეთმა 3 მარტს ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს, მათ შორის ირაკლი ზარქუას და ლაშა ტალახაძეს სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესა.