დღევანდელი პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება დაგვიანებული თუ არა, სამართლიანია. შემდეგ სასესიო კვირაში გადავლახავთ პრეზიდენტის ვეტო და არავის მივცემთ საშუალებას, საბოტაჟი მოუწყოს ეროვნულ ბანკს ისევე, როგორც დანარჩენ ინსტიტუციებს.
განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ. ქართული ოცნება აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი მზად იყო, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარედგინა, თუმცა შეთანხმებული ვადები დაარღვია.