პრობლემა ბიჭებო თქვენს მმართველობაშია, პრობლემა ბიჭებო თქვენს არასწორ, უსამართლო დამოკიდებულებაშია სხვა ქვეყნების მიამრთ. მგონი ეს უნდა გამოასწოროთ, თორემ საფრანგეთშიც პრობლემა იქნება მალე. იქ კიდევ ტრამპი მოდის მისტერ ბაიდენ, ასე რომ კარგად დაფიქრდით. აბა ჰე.
ასე მიმართავს ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რომლებმაც გუშინ ერთობლივი განცხადებით ქართულ ოცნებას მოუწოდეს, "პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით".