ზარქუა კოტე იოსელიანზე: ახლა სპექტაკლი დადგეს

მგონია, რომ ეს გარკვეული მცდელობაა, ისევ რაღაც დაძაბულობა შემოიტანონ წინასაარჩევნოდ. „ნაციონალური მოძრაობა“ აღარავის ახსოვს, დანარჩენმა ლუზერებმა ითავეს ლიდერობა და ახლა ახალი თემა გამოაგორეს. ვის რაში სჭირდება ან ბოკუჩავა ან მისი მეუღლე? – ახლა რა სიგიჟეა, ეს. თუ რაიმე თემაა, აგერ არის პროკურატურა და საგამოძიებო ნაწილი. თავად მეუღლემ თქვას, რა და როგორ იყო. მისასალმებელია, რომ აღიარა და ბოდიში მოიხადა. ყველას ვურჩევდი, მათ შორის ჩემზეც ათასი სიგიჟე გაავრცელეს, კარგი იქნება, ერთხელ დაფიქრდნენ თავიანთ ნათქვამზე, იქნებ, ამით ვიღაცას გულს სტკენენ. ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, რას იტყვიან, რადგან ჩემთვის ყველანი არიან დაქირავებული გარკვეული ჯგუფების მიერ, რათა ქაოსი და არეულობა შემოიტანონ საზოგადოებაში, მაგრამ არიან მეგობრები, ახლობლები, ოჯახის წევრები, რომელთაც იქნებ, გულს ტკენენ ამ დაუსაბუთებელი, უარგუმენტო ბრალდებებით. ამ ბიჭმა თუ ბოდიში მოიხადა, მისასალმებელია, მისი მხრიდან სწორია და კარგი საქციელია. დანარჩენს პროკურატურა გამოიძიებს. შეიძლება, შეცდომა რომ დაუშვა და კიდევ ერთხელ ვიღაცამ არ შეახსენოს, ადგა და თქვა ბოდიში, მაგრამ ახლა სპექტაკლი დადგეს, რომ მისმა მეუღლემ ეს „გააპრავოს

ირაკლი ზარქუამ განცხადება თინა ბოკუჩავას პასუხად გააკეთა, მას შემდეგ რაც ბოკუჩავამ თქვა, რომ მისი მეუღლე, კოტე იოსელიანი, გაიტაცეს, მასზე ზეწოლა მოახდინეს და ამის შედეგად ჩაწერა ვიდეო, სადაც ბოდიშს უხდის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს.