ესპანური ბრენდი ზარა უკრაინაში ბრუნდება. ქვეყანაში ფილიალებს ხელახლა აპრილის დასაწყისიდან გახსნიან.
ზარას მფლობელი კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ უკრაინაში 50-მდე მაღაზიას დააბრუნებენ, 34 ფილიალი კი კვლავ დაკეტილი იქნება - ეს ფილიალები მდებარეობს უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რომლებიც ომის დროს დაზარალდა და ამ ეტაპზე იქ ვაჭრობა მთავრობის მიერაა აკრძალული.
ზარა, ისევე, როგორც სხვა მაღაზიები, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაიხურა.