ზალუჟნიმ NATO-ს მაღალჩინოსან მეთაურებთან საიდუმლო თათბირი გამართა

ზალუჟნიმ NATO-ს მაღალჩინოსან მეთაურებთან საიდუმლო თათბირი გამართა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ NATO-ს მაღალჩინოსან მეთაურებთან საიდუმლო თათბირი გამართა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

შეხვედრა პოლონეთის საზღვარზე, 11 დღის წინ მოხდა. The Guardian-ი წერს, რომ თათბირს ამერიკელი გენერალი კრისტოფერ კავოლი და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების თავდაცვის შტაბის ხელმძღვანელი ტონი რადაკინი ესწრებოდნენ.

"თათბირის მიზანი უკრაინის სამხედრო სტრატეგიის გადალაგებაში ხელშეწყობა იყო. დასავლური წყაროების ცნობით, განხილვების შემდეგ უკრაინის სტრატეგია შეიცვალა", - წერს The Guardian-ი წყაროებზე დაყრდნობით.