ბოკუჩავა: ბრიტანეთში, შეხვედრებზე განვიხილეთ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხი

ბოკუჩავა: ბრიტანეთში, შეხვედრებზე განვიხილეთ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები თინა ბოკუჩავა, პეტრე ცისკარიშვილი და ლევან სანიკიძე დიდ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.

ბოკუჩავას თქმით, ინგლისის საგარეო უწყება "ზედმიწევნით სწავლობს" ივანიშვილის ხელისუფლების კორუფციულ სქემებს.

"ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა, დევიდ ლემიმ ძალიან კონკრეტული პასუხი გასცა, რომ საგარეო უწყება ზედმიწევნით სწავლობს ივანიშვილის რეჟიმის კორუფციულ სქემებს და მათ შორის, აქვს აქტიური კონტაქტი ბრიტანეთის ტერიტორიაზე, სადაც ოფშორულ კომპანიებში დიდი რაოდენობის აქტივებს მალავს პირადად ივანიშვილი, ისევე როგორც მასთან დაახლოებული პირები", - დასძინა ბოკუჩავამ.

ენმ-ის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ბრიტანეთის საგარეო უწყებაში განიხილეს ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი.

ასევე საუბრის თემა იყო, სირიის ხელისუფლების მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების უკან გაწვევა.

"ჩვენ ახლა გამოვედით შეხვედრიდან, ბრიტანეთის საგარეო უწყებაში, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი საუბრები გვქონდა, მათ შორის იმაზე, რომ მოხდეს სირიის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო აღიარების უკან გაწვევა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასევე განვიხილეთ ფინანსური სანქციების დაწესების აუცილებლობა ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე იმისთვის, რომ ქვეყანა დავუბრუნოთ დემოკრატიული განვითარების გზას", - თქვა მან.