
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა ქართული ოცნების განცხადებას 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მზაობის შესახებ გამოეხმაურა. მან ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის მაგალითი გაიხსენა.
„მთავარია, რომ მათ, ვინც 2030 ან სხვა წლებისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის, მაგ დროისთვის ჰქონდეთ სადმე გასაწევრიანებელი.
უბრალოდ დაიმახსოვრეთ, რაიმე კარგისგან ბრიტანეთი არ გამოვიდოდა", - თქვა ზახაროვამ.
ზახაროვას თქმით, "ევროკავშირში კრიზისული მოვლენები ცხადია და პოტენციალი იმდენად პროგნოზირებადია, რომ, ვისაც საკუთარი ეროვნული ეკონომიკა ადარდებს, იქ არაფერი ესაქმება".
მისივე მტკიცებით, ეს "ყველას სუვერენული საქმეა".
"ვისაც ევროკავშირში შესვლა სურს, "კარგი იქნებოდა კონკრეტული ციფრები ენახათ და არა მხოლოდ ლოზუნგები", - თქვა ზახაროვამ.