ზაჰესში საბაჟო ტერმინალში ხანძარი იყო

ზაჰესში საბაჟო ტერმინალში ხანძარი იყო

ზაჰესში საბაჟო ტერმინალში ხანძარი იყო - დამწვარია 1 000 კვ.მ ფართობზე მდებარე საწყობი. ფორმულას ინფორმაციით, ტერიტორია გია უდესიანის და ზაზა გოგავას საკუთრებაა. დაზარალებულები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი განზრახ გააჩინეს.

როგორც ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.