Batumelebi: ბათუმის აქციების მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე დააკავეს

Batumelebi: ბათუმის აქციების მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე დააკავეს

ბათუმელების ინფორმაციით, ბათუმის აქციების მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე დააკავეს.

გამოცემის თანახმად, მედროშე ბათუმში დღეს, 8 ოქტომბერს ქუჩაში დააკავეს. თვითმხილველების თქმით, ის ათამდე პოლიციელმა დააკავა.

ბათუმელების ინფორმაციით, ზურაბ ჭავჭანიძე თბილისშია გადაყვანილი.

გამოცემა ესაუბრა მედროშის ცოლს, რომელმაც თქვა, რომ მისთვის ჯერჯერობით არ უცნობებიათ, რა მუხლითაა მისი ქმარი დაკავებული.

ზურაბ ჭავჭანიძე 4 ოქტომბერს თბილისში, საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა.

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შსს-მ სულ 23 ადამიანი დააკავა, კიდევ 3-ს ეძებენ.

4 ოქტომბერსვე დააკავეს მოძრაობა ეროვნული კრების ლიდერები - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.

მათ 7 ოქტომბერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.