
თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა გამოაცხადა.
პატიმრობა შეეფარდათ 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულები პირებიდან 4-ს: თორნიკე მჭედლიშვილს, აბო ნავერიანს, ევა შაშვიაშვილსა და დავით სტურუას.
4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შსს-მ სულ 23 ადამიანი დააკავა, კიდევ 3-ს ეძებენ.
4 ოქტომბერსვე დააკავეს მოძრაობა ეროვნული კრების ლიდერები - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.
მათ 7 ოქტომბერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.