ვულკან ეტნას ამოფრქვევის გამო კატანიას აეროპორტი დაიხურა

ვულკან ეტნას ამოფრქვევის გამო კატანიას აეროპორტი დაიხურა

იტალიაში ვულკან ეტნას ამოფრქვევის გამო კატანიას აეროპორტი დაიხურა.

ფრენების უმრავლესობა გაუქმებულია, ნაწილი კი სხვა აეროპორტებში გადამისამართდა. ამ დროისთვის კუნძულ სიცილიაზე მგზავრობა შეფერხებულია.

აეროპორტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ფრენები აღდგება, როცა სიტუაცია დასტაბილურდება.