
პოლონეთის ქალაქ ვროცლავის აეროპორტი 40 დღით - 26 ოქტომბრიდან 4 დეკემბრამდე იხურება.
აეროპორტის დახურვა ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას უკავშირდება. აეროპორტის თანახმად, სარემონტო სამუშაოების შემდეგ გაფართოვდება ტერმინალი და მგზავრებისთვის მეტი კომფორტი შეიქმნება.
სამშენებლო სამუშაოები უკვე თვეებია, მიმდინარეობს, თუმცა დასკვნითი ეტაპისთვის აეროპორტის დახურვა გახდა საჭირო.
ვროცლავის მიმართულებით ფრენებს ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან ასრულებს. ვებგვერდზე მითითებული განრიგის თანახმად, ვროცლავში ბოლო ფრენა 23 ოქტომბერს შესრულდება, გახსნის შემდეგ კი - 7 დეკემბერს აღდგება.