ვოლსკი ოპოზიციაზე: მათი მთავარი რესურსი ბოიკოტია, ასე ინარჩუნებენ თავს პოლიტიკურ ასპარეზზე

დეპოლარიზაცია არ არის მათი ამოცანა, დესტაბილიზაციის გეგმა, სტრატეგია არ იცვლება. დასაშვებია, რომ ფორმალურად, პოლიტიკურ სპეკულაციებში გამოსაყენებლად სამუშაო ჯგუფებს შეუერთდნენ, კომიტეტებზეც იაქტიურონ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ბოიკოტი არის მათი მთავარი რესურსი, რითაც ინარჩუნებენ თავს პოლიტიკურ ასპარეზზე.

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ.