ვოლსკი: არ ვიცი მალკევიჩი, მალკოვიჩი ვიცი ამერიკელი მსახიობი

თუ ვინმეს ვინმე ეძებს ეს პროკურატურის ან შესაბამისი სტრუქტურების საქმეა, რომ დაიჭირონ და ჩააბარონ იქ, სადაც ჩასაბარებელია. მე არ ვიცი მალკევიჩი, მალკოვიჩი ვიცი მსახიობი ამერიკელი. ეს არ გამიგია, თქვენგან მესმის პირველად. ფაქტია, რომ საქართველოს არასდროს დაურღვევია არც ერთი კანონი და არც ერთი შეთანხმება არც ერთ ქვეყანასთან. არც რუსეთს გამოუყენებია საქართველოს ტერიტორია აქ სასეირნოდ, სანქციების გვერდის ასავლელად ან კონსპირაციული ჯგუფების გამოსაგზავნად.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი ჟურნალისტებთან.

რუსი პროპაგანდისტი, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული და რომელზეც აშშ-ის ძებნა აქვს გამოცხადებული, არჩევნების დღეს თბილისში იმყოფებოდა. ალექსანდრ მალკევიჩს ცესკოს მიერ გაცემული აკრედიტაცია ჰქონდა.