ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნინო ქათამაძე სახელმწიფო ორდენით დააჯილდოვა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნინო ქათამაძე სახელმწიფო ორდენით დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე პრინცესა ოლგას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ბრძანებულება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების თანახმად, ნინო ქათამაძე დაჯილდოვდა "მნიშვნელოვანი პირადი წვლილის შეტანისთვის უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და მსოფლიოში უკრაინის სახელმწიფოს პოპულარიზაციისთვის".

უკრაინის სახელმწიფო ჯილდო ასევე არაერთ პოლიტიკოსს, სამოქალაქო აქტივისტსა და ხელოვანს გადაეცა.