ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა რუსეთის ულტიმატუმებს არ დაემორჩილება

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა რუსეთის ულტიმატუმებს არ დაემორჩილება

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა რუსეთის ულტიმატუმებს არ დაემორჩილება.

ეს განცხადება მან თურქეთში, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე გააკეთა, როდესაც დღეს, რუსეთსა და აშშ-ის დელეგაციებს შორის გამართულ მოლაპარაკებებს აფასებდა.

მისი თქმით, უკრაინა ულტიმატუმებს ყველაზე რთულ მომენტშიც არ დათანხმებულა და არც ახლა აპირებენ.

"მექმნება შთაბეჭდილება, რომ ახლა რაღაც მოლაპარაკებები იმართება უკრაინაზე უკრაინის გარეშე. საინტერესოა, საიდან გაჩნდა განცდა, რომ უკრაინა დასთანხმდება ულტიმატუმებს.

ჩვენ არასდროს, არანაირ გარემოებაში არ ვაღიარებთ ჩვენს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად. ისინი უკრაინას ეკუთვნის. მე, როგორც უკრაინის პრეზიდენტი, არ ვაპირებ რუსეთის ულტიმატუმებზე დამორჩილებასა და დათანხმებას

თუ ჩვენ არ დავეთანხმეთ ამ ულტიმატუმებს ყველაზე რთულ მომენტში, რატომ აქვთ ის შეგრძნება, რომ უკრაინა ამას ახლა გააკეთებს?",- თქვა მან.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა ომში თავს იცავს რუსეთის თავდასხმებისგან, რადგან სხვა არჩევანი არ აქვს უკრაინელ ხალხს.

"რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და ჩვენ არ გვქონდა სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ აგვეღო იარაღი და დაგვეცვა საკუთარი თავები.
აქ არ ყოფილა არანაირი დიპლომატია, რადგან რუსეთი დაგვესხა , ღამით დაესხა თავს უკრაინას და უკრაინელებმა აიღეს იარაღი და დაიწყეს თავიანთი ქვეყნის დაცვა", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

საუდის არაბეთში დღეს რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების მოლაპარაკებები გაიმართა, რომელიც 4 საათს გაგრძელდა. შეხვედრა ერ-რიადში, სამეფო რეზიდენციაში მიმდინარეობდა.

რა თქვა რუსულმა და ამერიკულმა მხარემ საუდის არაბეთში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ