ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ჩავიდა, სადაც ის მაკრონს შეხვდება

ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ჩავიდა, სადაც ის მაკრონს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ჩავიდა, სადაც ის ქვეყნის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ზელენსკის პრესსპიკერი, სერგეი ნიკიფოროვი ავრცელებს.

მაკრონი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდება, რათა უსაფრთხოების სამიტისთვის მოემზადოს. სამიტი 27 მარტს იგეგმება.

კერძოდ, საუბარია "მსურველთა კოალიციის" სამიტზე, რომელიც 15 მარტს, ლონდონში გაიმართა და მიზნად ისახავს, უკრაინაში საერთაშორისო ძალების შეყვანის გეგმების განხილვას.