ვოლოდიმირ ზელენსკი პაპ ლეონ XIV-ს შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი პაპ ლეონ XIV-ს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რომში, ლეონ XIV-ის ინაუგურაციის ცერემონი შემდეგ, ახალ პაპს შეხვდა. ამის შესახებ ზელენსკიმ X-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ მადლიერია ამ აუდიენციისთვის.

მისი თქმით, ვატიკანი მზადყოფნას გამოხატავს, რომ გახდეს პირდაპირი მოლაპარაკებების პლატფორმა უკრაინასა და რუსეთს შორის. ზელენსკის განცხადებით, კიევი მზად არის დიალოგისთვის ნებისმიერი ფორმატით, ოღონდ შედეგს ჰქონდეს პრაქტიკული ღირებულება.

„ვაფასებთ უკრაინის მხარდაჭერას და წმინდა საყდრის მკაფიო ხმას – სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დაცვის საქმეში“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

"ინაუგურაციის წირვის შემდეგ გვქონდა შეხვედრა პაპ ლეონ მეთოთხმეტესთან. მადლიერები ვართ მისი უწმინდესობის აუდიენციისთვის.

პონტიფიკი მილიონობით ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში წარმოადგენს იმედის სიმბოლოს მშვიდობისთვის. წმინდა საყდრის ავტორიტეტსა და ხმას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ამ ომის დასრულებაში.

მადლობას ვუხდით ვატიკანს მზადყოფნისთვის, რომ იყოს პლატფორმა უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერ ფორმატში, ოღონდ შედეგი იყოს ხელშესახები. ვაფასებთ უკრაინის მიმართ მხარდაჭერას და მკაფიო ხმას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დასაცავად", - წერს ზელენსკი.