ვოლოდიმირ ზელენსკი ელისეის სასახლეში ემანუელ მაკრონს შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი ელისეის სასახლეში ემანუელ მაკრონს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს პარიზში ევროპული ტურის ფარგლებში, ელისეის სასახლეში შეხვდა.

მანამდე, ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. ის პრემიერმინისტრ კირ სტრამერსა და NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს ​შეხვდა, სადაც რუსული ძალების დამარცხების შესახებ თავისი გეგმა წარადგინა.

ეს ზელენსკის მეხუთე ვიზიტია პარიზში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.