ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის კონგრესში მივიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის კონგრესში მივიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მივიდა.

ის სენატორებსა და კონგრესმენებს შეხვდა.

უკრანული მედიის ცნობით, მან ორ სენატორს უკრაინული ჯილდოები გადასცა. გამოცემის ინფორმაციითვე, მოსალოდნელია, რომ ზელენსკი დემოკრატების ლიდერს, ჩაკ შუმერს შეხვდება. ამასთან, შეხვედრას გამართავს, რესპუბლიკელების ლიდერთან, სენატონ მიჩ მაკკონელთაც.

სავარაუდოა, რომ შეხვედრას სხვა ამერიკელი მაღალჩინოსნებიც დაესწრებიან. ისინი უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ.