
მთავარია, პუტინმა შეწყვიტოს ომი. არ ვიცი, რა შედეგები მოჰყვება საუდის არაბეთში შეხვედრებს და შეიძლება რუსეთის მხარე არ დათანხმდეს ომის შეწყვეტას, მაგრამ პრეზიდენტი ტრამპი ეცდება წნეხის განხორციელებას რუსეთისთვის და როგორც იტყვიან, ეცდება რუსეთი მოთაფლოს, რათა ცეცხლი შეწყდეს.
ვივარაუდოთ, რომ ცეცხლი შეწყდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სწრაფად სიარული მუდმივი მშვიდობისაკენ, რათა რუსეთის შემდეგი აგრესია შეჩერდეს. ამიტომაც, იკრიბებიან პარიზში ევროპული ლიდერები, რათა შექმნან შეკავების ძალები, რომელიც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ პუტინი კვლავ არ დაესხას თავს უკრაინას. [ფორმულას სინქრონული თარგამანი]
განაცხადა ფორმულასთან ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა NATO-ში, კურტ ვოლკერმა.