ვოლკერი: საქართველო უნდა ეცადოს, შეასრულოს ყველა კრიტერიუმი, რომ მიიღოს სტატუსი

ევროკავშირი ნათლად აცხადებს თავის კრიტერიუმებს... საქართველო უნდა დაუკავშირდეს ევროკავშირს და ნათელი მოფინოს, რომ ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს. მნიშვნელოვანია, დღეისა და დეკემბრის შუალედში მოხდეს ეს. ჯერ კიდევ დროა. როდესაც ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს ხანგრძლივ პერსპექტივას შექმნის. მოვლენები ვითარდება უკრაინის გარშემო და ეს ასევე არის შესაძლებლობა საქართველოსთვის. საქართველო უნდა ეცადოს მაქსიმალურად შეასრულოს ყველა კრიტერიუმი, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი

თქვა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა NATO-ში, კურტ ვოლკერმა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში.

[სინქრონული თარგმანი]