
იურისტი კახა წიქარიშვილი უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის ინტერვიუს ასაჯაროვებს.
აღნიშნულ ვრცელ ინტერვიუში ალავიძე ჰქვება, თუ როგორ ახორციელებდა ზეწოლას მასზე და მის კოლეგებზე მოსამართლეთა კლანი.
იგი ამბობს, რომ ლევან მურუსიძემ, მიხეილ ჩინჩალაძემ, ვალერიან ცერცვაძემ, ვასილ როინიშვილმა იგი კაფეში დაიბარეს და "ტვინის გასხმევინებით" დაემქურნენ.
ინტერვიუში ყოფილი მოსამართლე არაერთ საქმეზე საუბრობს, რომელზეც გადაწყვეტილებები, მისი თქმით, სწორედ ზემოხსენებული მოსამართლეებისა და მთავრობის ჩარევით, წინასწარ მიიღებოდა.
კერძოდ, იგი ახსენებს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის შესახებ დავას, რუსთავი 2-ის ქიბარ ხალვაშისათვის მიკუთვნების საქმეს, მაესტროს წილებზე ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის დავას და ა.შ.
ალავიზე ამბობს, რომ მასე განხორციელებული ზეწოლა იმდენად მძიმე იყო, რომ იგი თვითმკვლელობასაც განიხილავდა.
"კაფეში დამიბარეს. მაგ კაფეში იყვნენ მურუსიძე, ჩინჩალაძე, ვალერიან ცერცვაძე, ვასილ როინიშვილი. ეს იყო სუფთა ქურდული, ქუჩური გარჩევა. მინდოდა რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საქმეზე მათთან ჩემი პრინციპული პოზიცია დამეფიქსირებინა. როინიშვნილმა მითხრა, რომ რაღაცას იტყვიან შენზე, რომ ფული გაქვს აღებულიო და საპირისპიროს ვერ დაამტკიცებო. მივხვდი, რომ რა საფრთხეც შეიძლება ყოფილიყო. ამ საქმეს თუ არ გავაკეთებთ პრობლემები შეგვქემნებაო, ეს მითხრეს. ვუთხარი, რომ არაფერს გავაკეთებდი და მხოლოდ სწორ გადაწყვეტილებას მივიღებდი...
მეორე ჯერზე დამირეკა ვალერი ცერცვაძემ იგივე კაფეში გამიყვანა. მარტო იყო და მიხსნიდა, რომ მე პრობლემები შემქმნებოდა, რომ საერთოდ ყველაფრიდან ჩამხსნიდნენ. მითხრა, რომ სხვა პრობლემებიც იქნებოდა - გარიყული ვიქნებოდი სასამართლო კოლექტივში, არავინ მომესალმებოდა და დაცული არ ვიქნებოდი. მეორე შეხვედრის შემდეგ ცერცვაძეს ვუთხარი, რომ ამას არ გავაკეთებდი და სიცოცხლეს დავასრულებდი.
ერთხელაც წამოვედი სამსახურში და მართლა ვემზადებოდი სუიციდისთვის და სახლში არ წავედი იმ საღამოს. მურუსიძე მოვიდა სამსახურში და მგონი, მიხვდა, რომ ჩემგან მათთვის რაღაც საფრთხე შეიძლება მოდიოდეს - თავი არ მოიკლას ან რამე არ დაწეროსო. მურუსიძე მოვიდა და მითხრა - მაშინ დაწერე განცხადება და მაგ საქმეს სხვას მივცემთო. ცერცვაძემ კი განმიცხადა, რომ ან შენით მიიყენე თვითდაზიანებაო ან ჩვენ დაგაზინებთო...
უგულავას საქმეზე კოტემ თქვა, რომ ხელისუფლებიდან მოდიოდა გადაწყვეტა. მერე ნინო გვენეტაძესთან გვქონდა შეხვედრა ჩვენს შემადგენლობას. გვითხრა გვენეტაძემ, რომ ეს საქმე სწორად არის გადაწყვეტილი და შედეგი უნდა დარჩეს ძალაში და აბა როდის აპირებთ სხდომა რომ ჩანიშნოთო. ჩვენ სამივემ - მე ეკამ და პაატამ ვუთხარით, რომ ეს ასე არის. შემდეგ კი ეკამ გვითხრა - გვენეტაძემ თქვაო, რომ მაგათ მიხედავენ და ტვინს გაასხმევინებენო", - ამბობს ალავიძე ინტერვიუში.
ბესო ალავიძის სრული ინერვიუს ხილვა შესაძლებელია ბმულზე.