ესტრელა: ამ რეზოლუციით ჩვენ არა საქართველოს წინააღმდეგ, არამედ მისი ხალხის გვერდით ვდგავართ

ესტრელა: ამ რეზოლუციით ჩვენ არა საქართველოს წინააღმდეგ, არამედ მისი ხალხის გვერდით ვდგავართ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა. სიტყვით გამოვიდა რეზოლუციის - „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ თანაწამრდეგენი, ედიტე ესტრელა.

მისი განცხადებით, საქართველო ახლა მძიმე პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება.

ესტრელამ ასევე ხაზი გაუსვა "ოცნების" მიერ მიღებულ იმ შემზღუდველ კანონებს, რომელთა გამოც არასამთავრობო ორგანიზაციების გამართული ფუნქციონირება შეფერხდა.

იგი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, იცვალოს გეზი და ჩაერთოს ევროსაბჭოსთან დიალოგში.

"საქართველო დიდ პოლიტიკური კრიზისის წინაშეა, რომელსაც ახასიათებს საეჭვო არჩევნები, დემოკრატიული უკუსვლა და კონფრონტაცია მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის. წარმოდგენილი რეზოლუცია ეხება კრიზისს, რომლის იგნორირებაც აღარ შეიძლება. საქართველოში არსებული სიტუაცია დიდი შეშფოთების საკითია. სამწუხაროა, რომ ჩვენი რეკომენდაციების შესაბამისად პროგრესი არ ყოფილა. პირიქით, დემოკრტაიული უკუსვლა გაიზარდა. ჩვენი განმეორებადი მოწოდებების მიუხედავად, პოლიტიკური და სოციალური ვითარება საქართველოში გაუარსედა. როგორც ჩანს, ხელისუფლებას არ აინტერესებს დიალოგი და თანამშრომლობა.

მათ უარი თქვეს ვენეციის კომისიასა და ლოკალური და რეგიონული ხელისუფლების კონგრესთან თანამშრომლობაზე. საქართველოს ხელისფულებამ გააჩუმა ოპოზიციური ხმა, ციხეში ჩასვა ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები, დაბლოკა საარჩევნო დამკვირვებლების საქმიანობა, შემზღუდველი კანონებით ძირი გამოუთხრა სამოქალაქო საზოგადოებას. კანონებით, როგორიცაა "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის კანონი" და გრანტების კანონი ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც საბანკო ანგარიშები გაუყინეს და დატოვეს ისე, რომ ვეღარ ასრულებენ საჭირო საქმიანობას.

ეს არაა იმ მთავრობის ქმედებები, რომელიც დემოკრატიისკენ მიისწრაფვის, არამედ იმის, რომელსაც კრიტიკული ხმის ჩახშობა სურს. ათასობით საჯარო მოხელე გაათავისუფლეს თანამდებობებიდან პროევრპულ პროტესტებში მონაწილეობისთვის. მაგრამ, შესაძლოა, ყველაზე შემაშფოთებელი გაცხადებული მიზანი, რომ აიკრძალოს ოპოზიციური პარტიები პოლიტიკური გამოძიების საბაბით. ამის შესრულების შემთხვევაში, ჩამოიშლება პლურალიზმი, გაჩუმდება ყველა დემოკრატიული ალტერნატივა და საქართველოს ერთპარტიულ სახელმწიფოდ ჩამოაყალიბებს.

ეს ნაბიჯები შეუსაბამოა საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს წევრის ვალდებულებებთან. საქართველოს მთავრობამ უნდა შეიცვალოს მისი კურსი, უნდა აღადგინოს ადამიანთა ძირითადი უფლებები და დაიწყოს დიალოგი ევროსაბჭოსთან, საერთო ღირებულებებზე დაყრდნობით. ამ რეზოლუციით ჩვენ არა საქართველოს წინააღმდეგ, არამედ მისი ხალხის გვერდით ვდგავართ", - განაცხადა ესტრელამ.