ვოლკერი: მთავარი პრობლემა საქართველოში პოლარიზაციაა, ყველა პარტიამ ამაზე ერთად უნდა იმუშაოს

ვფიქრობ, მთავარი პრობლემა საქართველოში პოლარიზაციაა. ადამიანებს არ შეუძლიათ ერთად მუშაობა. ცხადია, საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია ევროკავშირის წევრობა, NATO-ში შესვლა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, რაც ქვეყანას უფრო წარმატებულს გახდის. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ამ საკითხზე ერთად უნდა იმუშაოს. პრეზიდენტი ზურაბიშვილი ცდილობს, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროინტეგრაციას. ამიტომ, უნდა დავრჩეთ ფოკუსირებულები მთავარ საკითხებზე, თუ რას წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინტერესები.

განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა თბილისში, საერთაშორისო კონფერენციაზე "პუტინიზმის დამარცხება".